პროგრამის შესახებ

პროფესიული ადაპტაციის კურსის პროგრამა წარმოადგენს მეხანძრე-მაშველის პროფესიაში შესვლის კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და სამაშველო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების მოსამსახურეთა შორის კვალიფიციური კადრების შერჩევას, რომლებიც უზრუნველყოფენ დამწყები მეხანძრე-მაშველის ჩართულობას პროფესიულ საქმიანობაში შემდეგი მინიმალური პრაქტიკული დავალებების შესრულების გზით:

  • საბრძოლო მზადყოფნა;
  • აღჭურვილობის შესწავლა;
  • ტექნიკის შესწავლა;
  • ხანძრის ქრობა;
  • სამაშველო ღონისძიებები;
  • კავშირგაბმულობა;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • უსაფრთხოების ნორმების გაცნობა;
  • სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიის შესწავლა (არსებული რისკების იდენტიფიცირება, სასიცოცხლო მნიშვნელობის (მათ შორის პოტენციურად საშიში) ობიექტების არსებობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა და ა.შ.).

მენტორი არის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი, რომელიც შერჩეულია ადაპტაციის პროგრამის ხელმძღვანელად და სამსახურის უფროსის ბრძანებით შეტანილია მენტორთა სიაში.

მენტორი ასევე ვალდებულია ადაპტაციის პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, სამსახურის უფროსს წარუდგენოს ანგარიში სწავლების მიმდინარეობისა და პროგრამით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

შერჩევის კრიტერიუმები

პროფესიული ადაპტაციის კურსის ხელმძღვანელად (მენტორად) შესაძლებელია შეირჩეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოქმედი მოსამსახურე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

1. აქვს მეხანძრე-მაშველად მუშაობის არანაკლედ 5-წლიანი გამოცდილება;
2. არის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი;
3. არ გააჩნია მოქმედი დისციპლინარული სახდელი;
4. უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხასიათდება დადებითად;

უნარ-ჩვევები:
1. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
2. საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
3. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
4. ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
5. დროის ეფექტიანი მართვა;
6. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
7. სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
8. თვითგანვითარების უნარი;

კურსის ხელმძღვანელს შეუძლია მენტორობა განახორციელოს ერთდროულად არაუმეტეს 5 მონაწილესთან.